ესპანურ „ბარსელონას” მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰყავს თაყვანისმცემლები, რაც სულაც არ გახლავთ გასაკვირი, რადგან, ამ გუნდის ღირსებას პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები იცავენ.
ერთ-ერთი ასეთი ქომაგია პერუელი 23 წლის მოდელი ვიჩვიან ფლორესი, რომელმაც ეროტიკული ფოტოსესია მიუძღვნა საყვარელ გუნდს, რომელიც ფოტოსესიის დროს საკლუბო ფერებში იყო გამოწყობილი.
ვიჩვიან ფლორესი ახლო წარსულში პოპულარული არგენტინელი ფეხბურთელის, ხუან-რომან რიკელმეს თაყვანისმცემელიც გახლავთ. ცნობისთვის, რიკელმე 2002-2003 წლებში „ბარსელონის” ღირსებას იცავდა.