ზუგდიდში, მასმედიის წარმომადგენლებისხ ბიძინა ივანიშვილისთან შეხვედრის პარალელურად, კულტურის სახლთან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები” აქციას მართავენ. აქციაზე შეკრებილები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, აქციაზე იმყოფებიან ის მუშები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პერიოდში იმუშავეს ზუგდიდში, დააგებინეს ქვაფენილები, ვიცე-მერმა საკუთარ სახლში ამუშავა ეს ხალხი, შემდეგ მათ არ გადაუხადა ფული და ისინი დარჩნენ თავიანთი ანაზღაურების გარეშე“.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებია, რომ მოქალაქეებმა მიიღონ მათი კუთვნილი ანაზღაურება და ბიძინა ივანიშვილთან კითხვების დასმის საუალება მიეცეთ.