ქუთაისის მსგავსად, გურიის გზებზე, როგორც ჩოხატაური-ოზურგეთი, ასევე ლანჩხუთი-ოზურგეთის გზაზე, გაფუჭებული ავტომანქანები დგას, რომლებიც წამოსულ კოლონებს ხელს უშლიან. სავარაუდოდ, ავტომანქანები მიზანმიმართულადაა გაფუჭებული, რადგან მათი რიცხვი საკმაოდ დიდია და ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს დგანან.