საარჩევნო ბლოკმა „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ საარჩევნო სიის პირველი ათეულში ნინო ბურჯანაძის შვილი, ანზორ ბიწაძე მოხდა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც მოსახლეობა დიდ პატივს სცემს და თავადაც მზად არიან, რომ ყველაფერი იღონონ საქართველოს კეთილდღეობისათვის.
“მე ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ წარადგინა ისეთი გუნდი რომელიც ნამდვილად ღირსია საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერისა და ნდობის.“ – თქვა ნინო ბურჯანაძემ სიის წარდგენის დროს.
1. ნინო ბურჯანაძე; 2. დიმიტრი ლორთქიფანიძე; 3. გრიგოლ ბარამიძე; 4. ანზორ ბიწაძე; 5. გიორგი ახვლედიანი; 6. ნანა დევდარიანი; 7. ოთარ თავართქილაძე; 8. ბესიკ დანელია; 9. მანანა სალუქვაძე; 10. ისაკო ცქიფურიშვილი.