მან “გურია ნიუსთან” საუბრისას თქვა, რომ წელს ლონდონში ოლიმპიადაზე უნდა წასულიყო, შემოთავაზება კი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტიდან მიიღო:
_ ყველა ოცნებს ოლიმპიურ თამაშებზე წასვლას, მაგრამ მე უარი ვთქვი. ეს ერთი თვე ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, აქ ვიყო, ჩემი ხალხის გვერდით. 25 ივლისს მივდიოდით ლონდონში ერთი თვით. შემოთავაზება ჩვენი ოლინპიური კომიტეტისგან იყო, ალბათ მთავრობის დავალებით.
_ ეს შემოთავაზება პირველად მიიღეთ თუ ყველა ოლიმპიადაზე გიწვევენ, როგორც ოლიმპიურ ჩემპიონს?
_ პირველი შემოთავაზება იყო ეს. მე, მირჩევნია გავაკეთო ჩემი ხალხის საქმე და ამის გამო ვთქვი უარი.