დღეს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები წარადგინა.
მიუხედავად მოლოდინისა სოფლის მეურნეობის პოსტი დავით კირვალიძეს არ დაუკავებია.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კირვალიძეს მინისტრთა კაბინეტში დაბრუნება შესთავაზა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, დავით კირვალიძე შესაძლოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდეს.
"დავით კირვალიძე არის ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალი. მქონდა მასთან საუბარი მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა დაბრუნების თაობაზე. მას დღეს უჭირავს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოზიცია, აქვს კონკრეტული მიმართულებები ჩაბარებული და ამ მიმართულებებიდან მისი გამოსვლა რთულია. რაც შეეხება მომავალ თანამშრომლობას, შევთავაზე, დაეკავებინა სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიცია. არ არის გამორიცხული, რომ ამ მიმართულებით გაგვიწიოს დახმარება, მასთან აუცილებლად გვექნება პარტნიორობა ამა თუ იმ ფორმით", _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.