გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში. მოხუცი ქალბატონი, რომელსაც მანქანა დაეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან გვატყობინებენ, დამნაშავე დაკავებული არ არის.
მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.