მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს ყრუთა კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ღონისძიებას ყრუთა თემის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მემორანდუმის მიზანია ყრუ პირთა ხარისხიანი განათლების, დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე, ჟესტური ენის განვითრება და სწავლება, როგორც ყრუ პირებისთვის, ასევე, ნებისმიერი სმენის მქონე პირისთვის, ვინ ყრუ პირთან ამყარებს კომუნიკაციას.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები უზრუნველყოფენ ჟესტური ენის სწალებისთვის საჭირო ტრენიგმოდულების შემუშავებას და ჩატარებას.
მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძებაზე ცენტრის ტრენერებმა გააკეთეს პრეზენტაციები ცენტრის მიერ ჟესტური ენის სწავლების ხელშეწყობისთვის გახორციელებული აქტივობების შესახებ. 2015 წელს ნორვეგიული გრანტის „ინკლუზური განათლების დანერგვა პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით ცენტრმა დაასაქმა ჟესტური ენის მცოდნე, მათ შორის ყრუ ტრენერები და შეიმუშავა ჟესტური ენის სასწავლო კურსები. აღნიშნულ კურსებს დაესწრნენ და ჟესტური ენა შეისწავლეს, როგორც თავად ყრუ პირებმა, ასევე ყრუ პირების სოციალური გარემოს წარმომადგენლებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა, ოჯახის სხვა წევრებმა, მეგობრებმა და თანაკლასელებმა. ცენტრმა ასევე მოამზადა ჟესტური ენის თარჯიმნები.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძებაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ _ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ ცენტრს გადასცა სმენისა და მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვთათვის წერა-კითხვის სასწავლო მასალები.