გუშინ, რიოს პარალიმპიადაზე, 90 კგ. წონით კატეგორიაში, ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში გოგოჭურმა უკრაინელი ალექსანდრ ნაზარენკო იპონით დაამარცხა.
ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა 1/4-ფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში არგენტინელ ხორხე ლენსინასთან იპონით იმარჯვა. გოგოჭურმა იპონით იმარჯვა ნახევარფინალშიც, სადაც მეტოქედ ამერიკელი დარტანიონ კროკეტი ერგო.
საქართველოსთვის ზიად გოგოჭურის ოქრო პარალიმპიადაზე პირველია. აქამდე ეს არავის გაუკეთებია.