ბანგლადეშში, საკვებისა და სიგარეტის შემფუთველ ქარხანაში მომხდარი ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-ზე მეტი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში 100-მდე თანამშრომელი იმყოფებოდა.
როგორც ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში აცხადებენ, მათ სამძებრო ოპერაციის დაწყება დროულად ვერ შეძლეს.
"სამძებრო ოპერაციის დაწყება შენობაში გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო, დროულად ვერ შევძელით”, _ აცხადებენ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში.
როგორც ცნობილია, ხანძარი მოგვიანებით შენობის სხვა სართულებზეც გავრცელდა, სადაც შესაფუთად საჭირო ქიმიური და აალებადი ნივთიერებები ინახებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა ქარხნის შენობის ნაწილი გაანადგურა, სადაც როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური ბრენდის კომპანიების, როგორიცაა BRITISH AMERICAN TOBACOO და NESTLE-ს პროდუქცია ინახებოდა.