10 სექტემბერს, ოზურგეთის სარაგბო კლუბი „არწივები“ ქობულეთში სარაგბო კლუბ „პონტოს“ დაუპირისპირდა.
“თამაში საკმაოდ მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თანდასწრებით მიმდინარეობდა.
„არწივებმა“ კარგი თამაში აჩვენეს, რაც თამაშის შედეგზეც აისახა _ 24-ით 9 არწივების სასარგებლოდ და პრემიალური ქულის აღებით დამთავრდა",_ ამბობს კლუბის დირექტორი თენგიზ კალანდაძე.
თამაშის საუკეთესო მოთამაშეებად გოჩა კალანდაძე, ნუგზარ გიორგაძე და გიორგი ღლონტი აღიარეს.
მომავალი შეხვედრა 17 სექტემბერს "ზვანიარენაზე" გაიმართება ბათუმის XV-თან.