„მიმალვაში მყოფ პოლიციელს ხელს ვერავინ დააფარებს“ _ ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი 22 წლის დემურ სტურუას საქმეს.
მინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცავის დასაკავებლად უწყება სტანდარტულ ღონისძიებებს ახორციელებს. გადაწყვეტილებას მენეჯმენტთან დაკავშირებით კი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღებენ.
„ვერავინ ვერ გაბედავს ხელის დაფარებას ვერავისზე, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების მეთოდები. თუკი ვინმე მხილებული იქნება დანაშაულში, ჩვენ ვატარებთ შესაბამის ხონისძიებებს. არ შეიძლება ერთეული კონკრეტული შემთხვევები გავავრცელოთ მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროზე და ჩირქი მოვსცხოთ სხვა ღირსეულ პოლიციელებს. მინდა გითხრათ, რომ პოლიციელები დღეს და ღამეს ათენებენ თავიანთი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად“, _ აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა გადაცემაში „იმედის დრო“.