თურქეთის ქალაქ ვანში მმართველი პარტიის შტაბთან აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 11 ადამიანია დაშავებული, ხოლო მიმდებარე შენობები დანგრეულია.
როგორც პარლამენტარი ბურჰანი კაიატუკი აცხადებს, პარტიის შენობა კარგად არის უზრუნველყოფილი და აფეთქების შედეგად დიდი ზიანი არ მიადგა.