BBC -ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა მზად იყოს კიდევ ერთი ბირთვული გამოცდის ჩასატარებლად ნებისმიერ დროს.
როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეამ მეხუთე მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა პარასკევს განახორციელა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს გამოუყენებელი გვირაბი, რაც შეიძლება მეექვსე აფეთქების დროს გამოიყენონ.
გავრცელებული ცნობით, პარასკევს გახორციელებულმა ბირთვულმა გამოცდამ სამხრეთ კორეაში დაძაბულობა გამოიწვია.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის სამხედრო წყარომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქი შესაძლოა განადგურებულიყო, თუ კი გამოცდაში ბირთვული თავდასხმის ნიშნები აღმოჩნდებოდა.