რომის პაპი ფრანცისკე თბილისს 30 სექტემბერს ეწვევა. იმავე დღეს რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რომის პაპი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს შეხვდება და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს, ასევე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტურგიას აღავლენს.
პაპი ფრანცისკე, თბილისიდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.