ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მეცნირებმა განაცხადეს, რომ თითოეულ ადამიანს 4 დღე მაინც სჭირდება რომ დაისვენოს.
მათი თქმით პირველი სამი დღე დასვენებაში არ ითვლება, ხოლო მე-4 დღიდან იწყება დასვენების დღეების ათვლა.
იმ სამი დღის განმავლობაში ადამიანი ჩვეულებრივ დატვირთულია ყოველდღიური პრობლემებით, თუნდაც მათთან არ ჰქონდეს შეხება.ხოლო მეოთხე დღეს ადამიანი გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს.
დასვენების ბოლო დღეებიც ( მე-2 ან მე-3) არ შეიძლება დასვენების დღეებს მივაკუთვნოთ, რადგან ჩვენ გვიწევს მალევე დაგროვილ საქმეებს შევუდგეთ.
2 კვირიანი დასვენებიდან გამოდის, რომ ჩვენ როგორც წესი მხოლოდ 1 კვირა ვისვენებთ, ხოლო ერთ კვირიანი დასვენება კი არანაირ შედეგს არ გვაძლევს.