პარტია "ჩვენი საქართველოს" წევრი ოსური დიასპორიდან ზაზა ლაზაროვი გარდაიცვალა. ლაზაროვი "ჩვენი საქართველოს" რეგისტრაციიდან მოიხსნის შესახებ ცესკოს გადაწყვეტილებას შიმშილობით აპროტესტებდა.
როგორც ლაზაროვის თანაპარტიელები ამბობენ, ლაზაროვი ორი დღის განმავლობაში შიმშილობდა, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა და დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ზაზა ლაზაროვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ამ წუთებში ცესკო-სთან საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან "მრეწველებისა და "ჩვენი საქართველოს" წევრები. ისინი რეგისტრაციიდან მოხსნას აპროტესტებენ.
































































