ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელი სახლები და პირველი სართულები დაიტბორა. წყალი შევიდა ქალაქის ცენტრში არსებულ ე.წ. პატარა ბაზარში. მოვაჭრეები იძულებული გახდნენ, საქონელი აელაგებინათ.
ელექტროენერგია ქალაქს შეუფერხებლად მიეწოდება.
როგორც “გურია ნიუსს” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსიდან ატყობინებენ, ამ სოფლის მოსახლეობა სტიქიამ ძალიან დააზარალა. სოფლის ერთ-ერთ უბანში – ტაბანათში, როყვებისა და ჟღენტების საცხოვრებელ სახლებში, წყალი შევიდა. მთლიანად დატბორილია მათი ეზოები. აქ იმყოფებიან სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები.
დატბორილია სუფსის ცენტრიც. სანიაღვრე არხების ცუდი გამტარიანობის გამო, კალაპოტიდან გადმოვი¬და წყა¬ლი, რამაც კიდევ უფრო დიდი ზარალი მიაყენა მოსახლეობას.
სუფსის უბან უნაგირაში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ხუტუბიძეების და ჩავლეიშვილების კარმიდამოს ძლიერმა წვიმამ დიდი ზარალი მიაყენა. ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერჯერობით არ გამოჩენილან. “გურია ნიუსს” სუფსიდან დაზარალებული ოჯახი დაუკავშირდა და აცნობა, რომ კუტუბიძეების ეზო და ბოსტანი მთლიანად ლაფმა დაფარა.
ზარალი მიადგა უნაგირაში მცხოვრებ კვაჭაძეების ეზოსაც. ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ეს ოჯახი განსაკუთრებით ზარალდება.