ჩინეთი ტაივანს მოუწოდებს, რომ ტიბეტის სულიერ ლიდერს, დალაი ლამას, ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს.
აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ჩინეთში აცხადებენ, დალაი ლამა, მოგზაურობის მეშვეობით ცუდ კავშირებს ამყარებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2009 წლის შემდეგ ტაივანის ყოფილმა პრეზიდენტმა 80 წლის ბერს ქვეყანაში შესვლაზე უარი რამდენჯერმე უთხრა, ხოლო ტაივანის ახალ პრეზიდენტს, რომელიც იანვარში აირჩიეს, გადაწყვეტილება იმის შესახებ, დართავს თუ არა ქვეყნის ხელისუფლება დალაი ლამას ქვეყანაში შესვლის ნებას ჯერ არ მიუღია.
როგორც ჩინეთში აცხადებენ, დალაი ლამა რელიგიური სამოსის ქვეშ სეპარატისტულ საქმიანობას ახორციელებს.
"ტაივანის გარკვეულ ძალებს სეპარატისტებტან საიდუმლოდ გარიგება სურთ, ტიბებტის დამოუკიდებლობის მიზნით, რის გამოც ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რაიმე ფორმით ვიზიტს,"_აცხადებენ ჩინეთში.
როგორც ცნობილია, დალაი ლამა, რომელმაც 1989 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო, 1959 წელს კომუნისტური წესის წინააღდეგ წარუმატებელი აჯანყების გამო ინდოეთში დევნილად გაიქცა.
დალაი ლამას განცხადებით, მას თავის სამშობლოში ნამდვილი ავტონომია სურს.