ოზურგეთის საარჩევნო ოლქში დეპუტატობის კანდიდატმა, დავით მამალაძემ (ლეიბორისტული პარტია) “გურია ნიუსის“ კითხვას ოზურგეთის ჩართულობის ცენტრში გამართულ დებატებზე უპასუხა.
ჩვენ დავინტერესდით წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესები ოზურგეთში.
დავით მამალაძის თქმით, ის ტენდეციები გრძელდება საარჩევნოდ, რაც იყო 9 წლის განმავლობაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს.
“სოციალურად შეჭირვებულებს, რომლებსაც დახმარება ეძლევათ, ეშინიათ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრაზე მოსვლა, რადგან მათ აქვთ შიში, რომ მათ მოუხსნიან დახმარებას. პირდაპირი ზეწოლა პარტიის ლიდერებზე არ მიდის, ლიდერს არავინ ერჩის, ერჩიან მხოლოდ მის გვერდით მდგომ ადამიანებს. დღეს რომ ადამიანი მყავს დანიშნული კოორდინატორად, ხვალ თავი ტკივდება და ხან ათას მიზეზს მოძებნის, რის შემდეგ აღარ ერთვება ჩემს საარჩევნო კამპანიაში და შემდეგ თავიდან მიწევს ახალი კადრის მოძებნა", _ გვიპასუხა დავით მამალაძე.