“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი, დავით მჟავანაძე ამბობს, რომ საარჩევნო გარემოს არც დადებითად აფასებს და არც უარყოფითად.
“ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი იდეალურად მიდის. ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და ამის კონკრეტული მაგალითები მაქვს. სოფლებში ჩვენი მხარდამჭერების მისამართით ხდება დაშინება. დაბა ლაითურში გამგებლის წარმომადგენელმა კაბინეტიდან გამოაგდო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ეს ადამიანი იყო იმისთვის მისული თავის შვილიშვილებს ესაჭიროებოდა ერთჯერადი დახმარება. სოფელ ოზურგეთში გამგებლის წარმომადგენელმა პირდაპირ დაემუქრა ჩვენს წარმომადგენელს, რომ გაუშვებდა სამხედრო სამსახურში თუ ის არ ჩამოგვშორდებოდა. დანარჩენს ფაქტების შესახებ პრესკონფერენციაზე ვიტყვი", _ თქვა დავით მჟავანაძემ.
ეს კომენტარი დავით მჟავანაძემ ოზურგეთის ჩართულობის ცენტრში, ამავე ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული დებატების დროს გააკეთა. მან “გურია ნიუსის“ კითხვას უპასუხა.