პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება:
"ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩანაწერების გაკეთება და შემდეგ გავრცელება, ყველა მედიასაშუალების მიერ ამის ატაცება.
მართალია, ამ ჩანაწერში არაფერი არ არის სკანდალური და ეს არის ორი ადამიანის კერძო საუბარი, ვგულისხმობ იმას, რომ არაფერია ისეთი, რასაც ჩვენ ამ დრომდე მიჩვეულები ვართ, რასაც ვხედავთ ხოლმე, რაც ინტერნეტსივრცეში ვრცელდება.
მაგრამ ზოგადად 2 ადამიანის კერძო საუბრის ჩაწერა და შემდეგ გავრცელება არის სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლა, უკანონობა.
ამ ქვეყანაში ყველა უნდა მიეჩვიოს, ვისაც გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის მართვაზე და თვლის, რომ იგი არის ამ ქვეყნის მოქალაქე, მას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა და შეგრძნება, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ სამართლებრივ ქვეყანაში ცხოვრებას,“_ განაცხადა მიშველაძემ.