საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყება 20 სკოლაში გადაიდო.
როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიზეზი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობაა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლებში, ზოგან ორი დღით დაგვიანდება სწავლის დაწყება, ზოგან მაქსიმუმ ორი კვირით გადაიდება. აღნიშნულის მიზეზად მინისტრმა სარემონტო სამუშაოების დასრულება დაასახელა.
როგორც ჯეჯელავა აცხადებს, ამ 20 სკოლიდან 13 ამერიკული სკოლაა და სანამ შესაბამისი კომისია არ ჩაიბარებს, ამ სკოლებში სწავლა არ დაიწყება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებს გაკვეთილის საათები შაბათის ხარჯზე აუნაზღაურდებათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი დღეს დაიწყო.