ბრიტანეთში ჩატარებული გამოკვლევები მოწმობს, რომ ხელმძღვანელობა,რომელიც ცუდად ექცევა თავის ხელქვეითებს, ფაქტობრივად სიცოცხლეს უმოკლებს მათ.
ფინელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სამართლიანი უფროსების თანამშრომლებს იშვიათად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
ხელქვეითებისადმი სამართლიანი დამოკიდებულება ნიშნავს, რომ უფროსობა იზიარებს მათ აზრს გადაწყვეტილების მიღებისას და თითოეულ მათგანს თავაზიანად ეპყრობა.
ბრიტანელმა მეცნიერებმა გააანალიზეს 6400სახელმწიფო მოსამსახურის გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარება 10 წლის მანძილზე.
საინტერესოა, რომ მამაკაცებს, რომლებსაც სამსახურში სამართლიანად ეპყრობოდნენ, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია 30%-ით დაბალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მათი, ვისაც ხელმძღვანელობა ცუდად ექცეოდა.