პაკისტანში სამგზავრო ექსპრეს მატარებელი სატვირთო მატარებელს შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 150-ზე მეტი დაშავდა, რომელთაგან 10 მძიმე მდგომარეობაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამაშველო ჯგუფებს შემთხვევის ადგილზე მისვლა ყურბან-ბაირამის დღესასწაულის გამო დააგვიანდათ.
როგორც ცნობილია, პაკისტანში რკინიგზის ლიანდაგები მოუწესრიგებელია .
მაუწყებლის ინფორმაციით, 2005 წლის ივლისში 3 მატარებლის შეჯახების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა.