THE INDEPENDENT-ის ინფორმაციით, ოჰაიოს ყოფილი მერი 4 წლის ბავშვის გაუპატიურებას აღიარებს, მაგრამ აცხადებს, რომ მომხდარი ბავშვის ბრალია.
როგორც ცნობილია, რიჩარდ კინანს, რომელიც 2010-2011 წლებში ოჰაიოს მერი იყო 8 გაუპატიურებასა და 12 გაუპატიურების მცდელობისთვის ედება ბრალი.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მერი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მაგრამ აღიარებს, რომ 4 წლის ბავშვის გარდა, მეუღლეზე, პასტორზე, სოციალურ მუშაკსა და მის ძმაზე, ასევე რძალზე იძალადა.
მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ოჰაიოს ყოფილმა მერმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შემოწმება თავისი სურვილით გაიარა, როდესაც თვითმკვლელობის სურვილი გაუჩნდა.
როგორც მან სოციალურ მუშაკს უთხრა, 2013 წლის სექტემბერში ბავშვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ იმიტომ, რომ ეს ბავშვს თავად სურდა.
როგორც ცნობილია, ოჰაიოს კანონმდებლობის მიხედვით, ოჰაიოს კანონმდებლობა პასტორს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას არ ვალდებულებს, ხოლო პროცესზე სხვები დაიკითხებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, 2010 წელს კინანმა განაცხადა, რომ სიცოცხლეს იესოს უძღვნის.
მაუწყებლის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი აპრილში შედგება.
როგორც ცნობილია, კინანს სასამართლომ 75 000 დოლარი გირაოთი გათავისუფებისთვის გადაახდევინა და მას არასრულწლოვნებთან მიახლოება აუკრძალა.