"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში, გაგარინის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან კორპუსში, ნაქირავებ ბინაში მცხოვრებმა ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.
ახალგაზრდა მამაკაცი დ.რ. წარმოშობით ბორჯომიდანაა. ის გარდაცვლილი მეზობლებმა იპოვეს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 14 სექტემბერს, ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სსკ/ 115 თვითმკვლელობის მიყვანის მუხლით დაიწყო.