ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი უფრო ძლიერი ლიდერი და პოლიტიკოსი გამოდგა, ვიდრე დავით უსუფაშვილი.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, დავით უსუფაშვილს ირაკლი ღარიბაშვილთან პრობლემები ჰქონდა და ამიტომ პრემიერად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნა გაუხარდა.
"როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი და შეუდგა მუშაობას, უსუფაშვილი მისით გახლდათ აღფრთოვანებული, რომ ის ასეთი პრემიერ-მინისტრი იყო. უსუფაშვილს ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა. ღარიბაშვილიც კარგი პრემიერი იყო. ღარიბაშვილმა უსუფაშვილს ყველა ბრძოლა მოუგო – უფრო ძლიერი ლიდერი და ძლიერი პოლიტიკოსი გამოდგა. გამოუცდელი მოვიდა, უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი მოახერხა და რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა", _ განაცხადა ყოფილმა პრემიერმა დასძინა, რომ „უსუფაშვილს არავითარი კავშირი არ აქვს, რომ მან კვირიკაშვილი მიკარნახა. ზღაპრებს ყვება ახმელა კაცი, საოცრებაა”.