საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მოსმენა არ სჭირდება, რადგან ყველაფერს დაუფარავად ლაპარაკობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ივანიშვილმა დღეს ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ეჭვია, ეს ჩანაწერი თავად ნიკა გვარამიამ გაავრცელა.
მისივე თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში ვერავინ იტყვის, რომ ხელისუფლებამ არასანქცირებული მოსმენა, ან მიყურადება განახორციელა.
აღნიშნულ ჩანაწერზე ივანიშვილის ფიქრობს, რომ ამის გაკეთება მოყვარულებსაც კი შეუძლიათ, ტექნიკა ისე განვითარდა.
ივანიშვილმა გელა ხვედელიძის შემთხვევაც გაიხსნება და აღნიშნა, რომ ჩანაწერის გამოქვეყნებისთვის ის დასაჯეს.
”უკანონო მოსმენებზე ჩვენ ვთქვით უარი. დღესაც გულისტკივილით ვიხსენებ გელა ხვედელიძის შემთხვევას, რომელიც იყო ”ქართული ოცნების” შტაბის უფროსი. ჩანაწერი რომ გამოაქვეყნდა, მაგისთვის არ დავზოგეთ. ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი ახალი ხელისუფლების იყო ის, რომ უკანონო მოსმენები და მიყურადებები შეწყდა. ერთი შემთხვევა მაინც გაქვთ, რომ ხელისუფლებამ არასანქცირებული მოსმენა და მიყურადება განახორციელა? ის, რომ ამის ყველაზე დიდი რესურსი აქვს უსაფრთხოების სამსახურს და ეჭვს იწვევს, კი ბატონო, მეც ვუერთდები ამას, მაგრამ ამას უნდა მტკიცებულებები”, _ აღნიშნა შეხვედრისას ივანიშვილმა.