გინდათ, უკეთესად გაიცნოთ თქვენი საყვარელი მამაკაცი? მაშინ, სერიოზულად მიუდექით მის დამოკიდებულებას კვერცხისადმი. როცა გამოკითხეს 1 000 მამაკაცი სხვადასხვა ეროვნებისა და სოციალური სფეროდან, მეცნიერებმა საკმაოდ საინტერესო დასკვნა გააკეთეს…
მამაკაცი, რომელსაც ტაფაზე გაუთქვეფავად შემწვარი კვერცხის „თვალი“ უყვარს (ანუ „გლაზუნია“), დაკვირვებულია და საკმაოდ ფრთხილი. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ისინი ძალიან გვიან ან საერთოდ არ ქორწინდებიან.
ის, ვინც ნაჭუჭიანად მოხარშულ კვერცხს ანიჭებს უპირატესობას, უპასუხისმგებლო, გაფანტული და არასაიმედო მამაკაცია. მან იშვიათად იცის, რა სურს რეალურად.
ომლეტს იდეალურ ვარიანტად მიიჩნევენ სერიოზული მამაკაცები, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობის გრძნობითა და მხიარული, მეგობრული ხასიათით გამოირჩევიან.
საუზმეზე „ყიყლიყო“ ურჩევნიათ საქმიან, პრინციპულ მამაკაცებს. ისინი ენერგიულები და სექსუალურად აქტიურები არიან.