დღეს, თბილისში გაიხსნება პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი _ „სილიკონ ველი თბილისი", რომელიც IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
„სილიკონ ველი თბილისის" პროექტი მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ თანდათანობით დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ტექნოლოგიების ექსპორტიორმა ქვეყანამ.
„სილიკონ ველი თბილისის" გახსნის ცერემონია 14:00 საათზე გაიმართება.