13-14 სექტემბერს, წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იმყოფებოდა, რომელიც დაკვირვების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"დელეგაციას, რომელსაც ემანუელის ზინგერისი ხელმძღვანელობდა, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად შესაბამისი გარემო არსებობს. დელეგაციამ ნახა პლურალისტული პოლიტიკური და მედიაგარემო და სამუშაო სამართლებრივი ბაზა. მიუხედავად იმისა, რომ დელეგაცია მიიჩნევს, რომ ზოგადი კლიმატი ნაკლებად დაძაბულია წინა არჩევნებთან შედარებით, სხვადასხვა მხარესთან მსჯელობის შემდეგ, დელეგაციამ ჩათვალო საჭიროდ ხაზი გაესვა, რომ ყველა მხარემ უნდა დაგმოს ძალადობრივი კამპანიის ყველა ფორმა და ოპონენტების დევნა, და რომ მათ საჯაროდ უნდა მოუწოდონ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებებისგან, რომელმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს არჩევნების დემოკრატიულ ხასიათს“, _ ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ვიზიტის დროს დელეგატებმა მოისმინეს ინფორმაცია „ძალადობის, დაშინების, დევნისა და დაშანტაჟების მიუღებელი აქტების შესახებ, რომელიც მიმართული იყო კანდიდატებისა და ამომრჩევლის წინააღმდეგ“.