ბათუმში დილიდან გადაუღებლად წვიმს. ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემებია გადაადგილებასთან დაკავშირებით.ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩებში გადაადგილება გართულებულია. არსებული ინფორმაციით, წყლის სიმაღლე ზოგიერთ უბანში 30-40 სანტიმეტრს აღწევს. წყალმა ზოგიერთი სარდაფი და პირველ სართულზე არსებული რამდენიმე ოფისიც დატბორა.
როგორც გადაუდებელი სიტუაციების სამსახურში გვითხრეს, მოსახლეობა, ძირითადად, საცხოვრებელი სახლების დატბორვის გამო რეკავს.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მეტად დაიტბორა თავდადებულის ქუჩა და მისი გადამკვეთი ქუჩები. ს