ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, აცანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ემზარ თედორაძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გამგეობის თანამშრომლების მხრიდან სხვადასხვა შეხვედრებზე დეპუტატებს „აბუჩად“ იგდებენ, მათი მხრიდან საკრებულოს წევრთა მისამართით ჟღერდება შეურაცხმყოფელი სიტყვები.
აცანის მაჟორიტარს არ დაუკონკრეტებია, თუ სად, როდის და გამგეობის რომელმა თანამშრომელმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა საკრებულოს რომელიმე წევრს, თუმცა, აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტებს ნამდვილად აქვს ადგილი და სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა საკრებულოს თავმჯდომარეს, გოგი ხელაძესა და ეთიკის კომისიის ხელმძღვანელს, რომან ბიწაძეს.
რომან ბიწაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა, თედორაძის მიერ დასმულ საკითხს აუცილებლად შეისწავლის და კომისიის წევრებთან ერთად განიხილავს.