ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსენტრის ხელმძღვანელის, ნინო ჩიტაძის ინფორმაციით, 15 სექტემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლებში 365-მა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა, რომელთაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან საჩუქრად გადაეცათ პორტაბელური კომპიუტერები.
ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლამ, რომელიც ბავშვთა კონტიგენტის მიხედვით ყველაზე დიდია ლანჩხუთის სკოლებს შორის, წელს 69 პირველკლასელი მიიღო, რისთვისაც აქ დამატებით მესამე ჯგუფის გახსნა გახდა აუცილებელი.
როგორც ირკვევა, წელს მუნიციპალიტეტის სკოლებმა სწავლება ახალი სასკოლო ინვენტარით განაახლეს.
სასწავლო დაწესებულებებში უკვე შეტანილია მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სკამები და მაგიდები, ამ ეტაპზე კი დაფების დარიგება მიმდინარეობს.