https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პრემიერ-მინისტრმა 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა

16:09; 16.09.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "რუმსში", სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციისას იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც 2020 წლის ჩათვლით არის დაგეგმილი.

”აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტობანის დასასრულებლად მომდევნო სამი წლის განმავლობაში აშენდება შემდეგი მონაკვეთები: თბილისი-ლაგოდეხის ავტობანი: ლაგოდეხი – წნორი – ბაკურციხე (56კმ); ბაკურციხე – თბილისი – 80კმ მონაკვეთი, გურჯაანის შემოვლითი – თელავი 30კმ–იანი მონაკვეთი; ზემო ოსიაური – ჩუმათელეთი – 14 კმ მონაკვეთზე 4 ზოლიანი ავტობანი.

რიკოთის მონაკვეთი – ჩუმათელეთი–არგვეთა – რიკოთის უღელტეხილზე 2020 წლის ბოლოსთვის აშენდება 4-ზოლიანი 53-კილომეტრიანი ავტობანი, რისთვისაც გაიჭრება 40-მდე გვირაბი და აშენდება 90-მდე ხიდი. რიკოთის ავტობანის ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება ხარაგაულის შემოვლითი გზა – ჩუმათელეთი – ხარაგაული – ძირულა (50კმ), ზესტაფონი – ქუთაისის – 4-ზოლიანი 15კმ-იანი მონაკვეთი – მიმდინარეობს და დასრულდება 2017 წელს. სამტრედია – გრიგოლეთი – აშენდება 51 კმ–იანი 4-ზოლიანი მონაკვეთი, დასრულდება მომავალ ორ წელიწადში; გრიგოლეთი – ჩოლოქი 14 კმ-იანი მონაკვეთი – მიმდინარეობს პროექტირება; ქობულეთის შემოვლითი გზა – მიმდინარეობს 18 კმ მონკვეთის მშენებლობა, ბათუმის შემოვლითი გზა – 14 კმ-იანი მონაკვეთი; ბათუმი (ჭოროხი) – სარფი 11 კმ-იანი მონაკვეთი – მიმდინარეობს პროექტირება; ასევე, აშენდება ანაკლიის და ფოთის პორტების ძირითად მაგისტრალებთან დამაკავშირებელი გზები: გრიგოლეთი – ფოთის 24 კმ-იანი მონაკვეთი, სამტრედია – ზუგდიდის შემოვლითი გზა, ანაკლიის პორტის გათვალისწინებით _ 90 კმ.

აღმოსავლეთ–დასავლეთის ძირითადი მაგისტრალის გარდა შენდება თბილისი–წითელი ხიდის და სადახლოს მიმართულება: თბილისის შემოვლითი გზა – 55კმ ; რუსთავი – წითელი ხიდი 35 კმ; რუსთავი – სადახლო 40 კმ; სამივე პროექტზე მიმდინარეობს პროექტირება.

ამ მონაკვეთების აშენებით აღმოსავლეთ–დასავლეთის მიმართულებით ჩვენ მივიღებთ რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან თანამედროვე სტანდარტების გზას: წითელი ხიდი – ანაკლია – მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით. წითელი ხიდი – სარფი – მგზავრობის დრო შემცირდება 2 საათით.

წითელი ხიდი – ფოთი _მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 საათით. სადახლო – ანაკლია – მგზავრობის დრო შემცირდება 3 საათით. სადახლო- ფოთი– მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით. სადახლო – სარფი _ მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით. ლაგოდეხი – ანაკლია _ მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით. ლაგოდეხი – ფოთი– მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით. ლაგოდეხი-სადახლო – მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 საათით“, _ განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე უნდა აშენდეს 730 კმ ახალი გზა.

„სრულად ყველა გზაზე მშენებლობა დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის. ამჟამად არსებული ორზოლიანი გზების ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებად მოდერნიზაციის შემდგომ გადაადგილების სიჩქარეები საშუალოდ გაიზრდება 80-100%-ით, მგზავრობის დრო შემცირდება საშუალოდ 50%-ით, ხოლო გამტარუნარიანობა გაიზრდება 4-ჯერ.

ჩვენ გვაქვს მცხეთა-ლარსის გზა, რომელიც არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით განვითარება, ვინაიდან იგი მოგვცემს საშუალებას, გავზარდოთ გამტარუნარიანობა ირანი/აზერბაიჯანი/სომხეთი-საქართველო–რუსეთის მიმართულებით.

დაგეგმილია თბილისი-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის მეშვეობით შეიკვრება წითელი ხიდი/სადახლო-თბილისი-ლარსის მიმართულება. აქ მოიაზრება: ნატახტარი-ჟინვალი 28 კმ-იანი მონაკვეთი; ჟინვალი – ლარსი, ქვეშეთი – კობის 20კმ-იანი მონაკვეთი და 5-დან 7კმ-მდე სიგრძის გვირაბი მთლიანობაში ჩრდილოეთ-სამხრეთ ავტობანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებისათვის: ლაგოდეხი-ლარსი –მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 საათით; ანაკლია-ლარსი –მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით; სარფი-ლარსი – მგზავრობის დრო შემცირდება 3 საათით;
ეს არის ძირეული გარდატეხა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის თვისობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებში,” – აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ტურიზმის დისპროპორციის აღმოსაფხვრელად საჭიროა რეფორმა, რომ ყველა რეგიონში ტურიზმი გახდეს მიმზიდველი სფერო და მოსახლეობამ მიიღოს საფუძველი ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის ზრდით.

”სატრანზიტო–სატვირთო საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა ჩვენ ვგეგმავთ ტურისტულად საინტერესო საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
როგორც ყველასთვის ცნობილია, საქართველოში მუდმივად იზრდება ტურისტთა რაოდენობა. მხოლოდ წელს ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა 18%–ით წინა წლებთან შედარებით. 2020 წლისთვის, არსებული ტემპით გაგრძელების შემთხვევაში გვეყოლება 8 მლნ ვიზიტორი.

2015 წლის მონაცემებით ტურისტთა თითქმის ნახევარი ეწვევა თბილისს, 40%–ზე მეტი ჩადის აჭარაში, 17% ქვემო ქართლში, მხოლოდ 13 პროცენტი მცხეთა–მთიანეთში და 7 პროცენტი კახეთში. სხვა რეგიონებში საერთო ნაკადის მხოლოდ 2–3 პროცენტი ჩადის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დისპროპორცია აღმოსაფხვრელია და ამისთვის არის ეს რეფორმა, რომ ყველა რეგიონში ტურიზმი გახდეს მიმზიდველი სფერო და მოსახლეობამ მიიღოს საფუძველი ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის ზრდით.

იმისთვის, რომ შევცვალოთ ეს ვითარება და ტურისტების სტაბილური ნაკადები შევქნათ ყველა რეგიონში, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ტურისტულად საინტერესო ახალი გზების აშენება: ხულო – ზარზმა 47 კმიანი 2-ზოლიანი მონაკვეთი.

ამ მონაკვეთის აშენებით შესაძლებელი იქნება თბილისიდან წალკის, ნინოწმინდა, ახალქალაქის–ასპინძის და გოდერძის უღელტეხილის გავლით, ზემო აჭარაში მოხვედრა და იქიდან ბათუმში გადასვლა. ამ მარშრუტის სიახლოვეს განლაგებულია ულამაზესი ტბები – ფარავნის და საღამოს ტბა, ფოკის და ზარზმის მონასტრები, სამცხე–ჯავახეთის ძეგლები როგორიცაა საფარა, რაბათი, ვარძია, ხერთვისი. ამავე გზით შესაძლებელი იქნება გოდერძის სათხილამურო კურორტზე ასვლა და 1,5 საათში ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე გასვლა.

ახალი გზა გააუმჯობესებს სხვადასხვა ტურისტული ადგილების მისაწვდომობას, რაც უდაოდ გამოიწვევს აღნიშნულ ადგილებში ახალი შეთავაზებების გაჩენას; ინვესტიციების მოზიდვას; შიდა და საერთაშორისო ტურისტული ნაკადის ზრდას და ყოველივე აქედან გამომდინარე – ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას.

მოგეხსენებათ, საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან აქტიური, კონკრეტული ნაბიჯები შერიგების პროცესის დასაჩქარებლად. ჩვენ გვჯერა, ეს ჰორიზონტალური მაგისტრალიც რეალობა გახდება და რამდენადმე გაზრდის საქართველოს მთიანი რეგიონების ხელმისაწვდომობას და ცხოვრების დონეს, ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ეს იქნება ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი 38-კილომეტრიანი გზა და 6 კმ გვირაბი. ამ გვირაბის აშენების შემდეგ, უკვე შესაძლებელი გახდება, დასავლეთიდან აღმოსავლეთის უკიდურეს წერტილამდე, მთიანი რეგიონების გავლით მოგზაურობა. მიმდინარეობს დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები. ამ გზის და გვირაბის აშენების შემთხვევაში სვანეთი აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის მიმართულება. შესაძლებელი გახდება სვანეთში მგზავრობა ზამთარშიც და უამინდობაშიც, რაც გააუმჯობებს სვანეთის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს და გაზრდის სვანეთის მიმზიდველობას ტურისტებისთვის. ეს კი გაზრდის ტურისტთა რაოდენობას წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და მესტიის და უშგულის გარდა დატვირთავს სვანეთის სამთო–სათხილამურო კურორტებს – თეთნულდს და ჰაწვალს. ბუნებრივია, შედეგად სვანეთში უნდა ველოდოთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალ ინვესტიციებს და რაც მთავარია, ახალ სამუშაო ადგილებს.

ამავე ღერძის შესაკვრელად ასაშენებელი გვექნება დუშეთი–ახალგორი–ცხინვალის გზის მონაკვეთი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამ გზის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, მაგრამ ჩვენ გვჯერა, დადგება დრო, როდესაც შერიგების პროცესის შედეგად, შევძლებთ, სრულად ჩავრთოთ ეს ინფრასტრუქტურა ქვეყნის მშენებლობის და განვითარების პროცესში.

ყარსი-ნინოწმინდა-ჯავა _ ამ ღერძის პრაქტიკულად ყველა მონაკვეთი არსებობს. ოკუპაციის პრობლემის გამო შეუძლებელია ამ მონაკვეთების სრულად გამოყენება.

ასევე ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ღერძი _ ახალციხე – მესტია
ეს მარშრუტი ხელმისაწვდომი გახდება ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის და გვირაბის და ასევე ბაღდათი – აბასთუმანი 60კმ-იანი ახალი მონაკვეთის აშენების შედეგად. ამ გზის სრულად ამოქმედების შემდეგ, ქუთაისი, შესაძლოა, პოტენციურად გახდეს თბილისის მნიშვნელობის ქალაქი – ფუნქციონალურად, ურბანულად განვითარდეს იმ დონემდე, რომ გახდეს ისეთივე მიმზიდველი, როგორც არის თბილისი, ცხოვრების თვალსაზრისით. ეს არის აბსოლუტური რეალობა, ვინაიდან, ამ მიამრთულებით განსაკუთრებულ ძალისხმევას ვგეგმავთ. ქუთაისის აეროპორტში, სექტემბრის ბოლოდან, ჩაირთვება 7 ახალი რეისი ევროპის მიმართულებით და წვდომა ქუთაისისადმი გახდის მას კიდევ უფრო საინტერესოს ტურისტებისთვის, ბიზნესისა და კერძ სექტორის წარმომადგენლებისთვის. ახალი უნივერსიტეტი, სტუდენტური ქალაქი, რომელიც 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი და აშენდება ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთიათად გაზრდის ქუთაისისადმი ინტერესს და მისი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ურბანული ცენტრის მნიშვნელობას.

შავი ზღვის ღერძი _ სარფი-გაგრა. ეს გზა, შემოვლითი გზით შემოუვლის რამსარის ტერიტორიას, ვინაიდან, გარემოს დაცვა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ეს ღერძი შეიკვრება ბათუმის, ქობულეთის შემოვლითი გზების, ჩოლოქი–გრიგოლეთი–ფოთის და სენაკი–ანაკლიას გზების აშენების შემდეგ. ჩვენ გვჯერა, დადგება დრო, როდესაც ამ გზის აფხაზეთის მონაკვეთი ასევე ჩაერთვება ქვეყნის მშენებლობისა და განვითარების ამ დიდ მანქანაში, რომლის აშენებასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაშ ვგეგმავთ.

კიდევ ერთი ვერტიკალური ღერძი _ თბილისი – ახმეტა – გურჯაანის შემოვლითი _ თელავი (30კმ) გზის გაკეთების შემდეგ შეიკვრება ახალი საინტერესო წრიული მარშრუტი თბილისი-ბაკურციხე-თელავი-ახმეთა-თიანეთი-ჟინვალი-თბილისი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტრანზიტო ფუნქციის განვითარების კუთხით და ქვეყნის აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებისთვის. ყველა ამ პროექტის შედეგად, საქართველო თანდათან ემსგავსება დაახლოებით გულს, რომელიც სრულად არის აღწურვილი კორონარული არტერიებით, რომელიც მთლიანად კვებავს იმ ორგანიზმს, რომელსაც ჰქვია საქართველო და მის ყველა რეგიონში თანაბრად მიეწოდება სისხლი, ჟანგბადი და ყველა რეგიონის სუნთქვა ხდება აბსოლუტურად გამართული. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ვინაიდან იგი თვისობრივად, ხარისხობრივად, ფიზიკურად ცვლის საქართველოს, მისი რეგიონების ცოხვრების ხარისხს და თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე ექნება ზეგავლენა.

ამდენად ახალი გზები, ხიდები, გვირაბები შემქნიან ერთიან ჩონჩხს, რომელიც გააერთიანებს და შეკრავს ყველა რეგიონს. გახდის მგზავრობას უფრო უსაფრთხოს, რაც უმნიშვნელოვანესია, სწრაფს, ადვილს. გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი, მათთვის უფრო ადვილი გახდება გადაადგილება, ასევე ხელმისაწვდომი გახდება ყველა ძირითადი სიცოცხლისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

ახალი ინფრასტრუქტურის შედეგად შემქნილი ახალი ტურისტული მარშრუტები: ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი 55 კილომეტრიანი გზა. და უნიკალური გზა სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ფშაველის 200კმ–იანი გზა, რომელიც დააკავშირებს ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებს. ეს იქნება ექსტრემლური ტურისტული გზა, რომელიც გარკვეულ ადგილებში ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე გაივლის და როგორც ტურისტებს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უნიკალური ლანდშაფტების და კულტურის გაზიარების საშუალებას მისცემს“, _ დასძინა პრემიერმა.

კვირიკაშვილის შეფასებით, დიდი ტურისტული პოტენციალი აქვთ სატრანზიტო ავტომაგისტრალებსაც.

„გამომდინარე იქედან, რომ საერთაშორისო შემოსვლების 87.8% მეზობელ ქვეყნებზე მოდის, აღნიშნული სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. ლიდერი ქვეყნები საერთაშორისო შემოსვლების მიხედვით არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები და სწორედ აღნიშნული ქვეყნების სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს პროექტი.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ის დამატებითი სარგებელი, რომელსაც მიიღებენ რეგიონები ტურიზმის განვითარებიდან. 2020 წლისათვის საჭირო იქნება 40,000-ზე მეტი დამატებითი საწოლი ადგილი განთავსების საშუალებებში, რაც, თავის მხრივ, მოქმედებს დასაქმების მაჩვენებელზე და ქმნის 20,000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს მარტო პირდაპირი წესით.

წრიული რეგიონული გზები _ ახალი გზების გაჩენით დამატებით ეფექტს მივიღებთ – გაჩნდება ახალი ტურისტული მარშრუტები – წრიული მარშრუტები.

განუმეორებელი ეფექტის მოხდენა შესაძლებელი გახდება ისეთი გზების არსებობით როგორიცაა: ქუთაისიდან ქვემო სვანეთის გავლით ზემო სვანეთთან დაკავშირება და შემდგომ სამეგრელოს გავლით ქუთაისთან ან აჭარის რეგიონთან დაკავშირება, აჭარისა კი _ სამცხესთან.

ან არანაკლებ საინტერესო წრიული მარშრუტი თბილისი-ბაკურციხე-თელავი-ახმეთა-თიანეთი-ჟინვალი-თბილისი, რაც ვფიქრობთ, ძალიან მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის. რადგან ამ მარშრუტებზე არის უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რაც საინტერესო იქნება ქვეყნის წარმოჩენისთვის,” -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთლიანობაში 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია მშენებლობა-რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს 1000 კმ-მდე საავტომობილო გზას, რომლის სავარაუდო ღირებულება, დაახლოებით, 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მათ შორის იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა. შედარებისთვის, 2013-2015 წლებში აშენდა 84 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, 2006-2012 წლებში აშენდა 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი.

”ხიდები_ 2006-2015 წლებში აშენდა 150-მდე ახალი სახიდე გადასასვლელი. 2016-2020 წლებში დაგეგმილია 300-მდე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, მათ შორის 100-მდე სახიდე გადასასვლელი აშენდება მხოლოდ რიკოთის უღელტეხილზე.

გვირაბები _ 2006-2015 წლებში აშენდა 6 საავტომობილო გვირაბი. 2016-2020 წლებში დაგეგმილია 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე 40 საავტომობილო გვირაბი.

დამატებით გაგრძელდება არსებული გზების რეაბილიტაცია. 2016-2020 წლის განმავლობაში დაგეგმილია 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.
ყოველწლიურად სამშენებლო სამუშაოებზე საშუალოდ დასაქმდება 30-40 ათასამდე ადამიანი პირდაპირი გზით. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ამბიციური გეგმაა, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ გათვლებს; არის გათვლილი როგორც ფინანსურ, ასევე ადამიანურ, ადმინისტრაციულ რესურსზე და აბსოლუტურად რეალისტურია, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილია, ზუსტად ვიცით, როდის რას ვიწყებთ, რა დროს უნდა დაიწყოს, რა დროს უნდა ჩაბარდეს და 2020 წლის ბოლოსთვის მთელი ეს რეალობა იქნება საქართველოში შექმნილი, რაც გარღვევა იქნება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში,_ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

კლინიკაში კაცი გარდაიცვალა

21:49; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

20:30; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

19:39; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2 მარტი, 2026

"ევროკავშირში კრიტიკული ვითარებაა" _ მერკელი

„მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის მიხედვით საქართველო მე-5 პოზიციაზეა

ყველა სიახლე

საზოგადოება

კლინიკაში კაცი გარდაიცვალა

21:49; 2.03.2026
პოლიტიკა

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანობისკენ

20:48; 2.03.2026
მსოფლიო

აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

20:39; 2.03.2026
საზოგადოება

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

20:30; 2.03.2026
საზოგადოება

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

19:39; 2.03.2026
პოლიტიკა

„ომი გინდათ?“ – ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს” _ ნინო წილოსანი

17:37; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2.03.2026
სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

12:40; 2.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – ირანში რეჟიმის ჩამოშლა იოლი არ არის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია არაფერს ნიშნავს, ამით ისტორია არ მთავრდება

12:39; 2.03.2026
პოლიტიკა

რა აკავშირებს ირანის დროებითი სულიერ ლიდერს ალირეზა არაფს საქართველოსთან

11:32; 2.03.2026
სამართალი

ავტობანიდან მანქანა გადავარდა

11:11; 2.03.2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
0

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო