_”ქართული ოცნების”გუშინდელ აქციაზე იყვნენ ადამიანები, კონკრეტული პიროვნებები, რომლებმაც მომმართეს მე და მითხრეს, რომ წინა დღეებში გარემოვაჭრეებს თუ ინდმეწარმეებს საგადასახადოს თანამშრომლები ესტუმრნენ და განუცხადეს, თუ ხვალ მიტინგზე წახვალთ, დაჯარიმდებითო.
არსებობს ჩანაწერი და რასაც გეუბნებით, სიმართლეა. ამიტომ, ამ ყველაფერს პირად კონტროლზე ავიყვან და თქვენ მოგიწოდებთ, ადამიანთა უფლებები დაიცვათ, _ განაცხადა ნაცვალაძემ, რაზეც რამდენიმე დეპუტატი და ავთანდილ მექვაბიშვილი არ დაეთანხმნენ, ალბათ, არასწორი ინფორმაცია მოგაწოდესო, _ უთხრეს ნაცვალაძეს.
ქალბატონმა ლელამ კვლავ ჩანაწერი ახსენა და მათ ვარდისფერი სათვალეების მოხსნა ურჩია.