სტატისტიკური მონაცემებით და მსოფლიოში ცნობილი გამოცემის "ფორბსის" საკვლევი ბაზის მიხედვით, ამ პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე გამოსახული წარმატებული ბიზნესმენების უმრავლესობა ანუ "ფორბისის" საპატიო 793 რესპოდენტიდან, 12% ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით აღმოჩნდა დაბადებული. როგორც ჩანს ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებს, მართლაც რომ შესანიშნავად შესძლებიათ მამაკაცური პრესტიჟისთვის მთავარი საქმიანობის- ფულის შოვნის, წარმატებით გაძღოლა.
ამ სიის მომდევნო საფეხურს არც მეტი არც ნაკლები ცეცხლოვანი ვერძები იკავებენ, მათ "ფორბსის" მილიონერთან ბაზის 8% შეადგინეს, ნუ გაგიკვირდებათ, ვერძები მფლანგველობით კი გამოირჩევიან, მაგრამ მათ ფულის შოვნაც ოსტატურად ეხერხებათ.
ვერძებს ფეხდაფეხ მოყვებიან სიაში მიზანმიმართული და ჭკვიანი მორიელები. ისინი "ფორბსის" სიის 7%-იან "განყოფილებაში" მოხვდნენ. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი შედეგია.
ყველაზე ნაკლებად მილიარდების შოვნის საქმეში მშვილდოსნებს უმართლებთ, მათმა უმრავლესობამ 6% ბარიერიც ვერ გადალახა.
იგივე ბედს და პროცენტებს იზიარებენ კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მილიონერები. ეს ალბათ იმიტომ, რომ კუროს სტაბილურობა უყვარს, ავანტიურებში ნაკლებად ერევა და რაც აქვს იმ კაპიტალს დაჰკანკალებს თავზე.