მეცნიერებს ზუსტად ვერ აუხსნიათ, თუ რატომ ამთქნარებს ადამიანი _ ხშირ შემთხვევაში დღეში რამდენჯერმე.
თქვენ წარმოიდგინეთ, დედის მუცელში მყოფი ბავშვიც კი ამთქნარებს.
თურმე ამთქნარებენ ზღარბებიც, სირაქლემებიც, გველებიც და თევზებიც.
ამ საკითხზე არაერთი თეორია არსებობს, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავიც, თუმცა მეცნიერები ბოლომდე ვერც ერთ მათგანს ვერ ეყრდნობიან.
ბევრი მკვლევარი აცხადებს, რომ ჰაერის ეს ხარბი ჩასუნთქვა, რომელიც დაახლოებით ექვსი წამი გრძელდება, ტვინის ჟანგბადით გამდიდრებას ემსახურება. თუმცა, ეს თეორია ჯერ-ჯერობით პრაქტიკულად არ არის დადასტურებული არ არის.
ვირთხებზე ჩატარებულმა უახლესმა ცდებმა აჩვენა, რომ შესაძლოა მთქნარება გადახურებული ტვინის გაგრილებას ემსახურებოდეს. მაგრამ სიმართლე ჯერ-ჯერობით კვლავ დაუდგენელია.