თუ აშშ-ს მოსახლეობა წონის მომატებას ასეთივე ტემპით გააგრძელებს, 2020 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის 75%-ს ჭარბი წონა შეაწუხებს.
ასეთ დასკვნამდე მივიდა ბალტიმორის ჯონსონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი მას შემდეგ, რაც ამერიკელების წონისა და კვების რეჟიმის შესახებ 20 სამეცნიერო პუბლიკაცია და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები გააანალიზა.
2008 – 2012 წლებში ჭარბი წონა ზრდასრულ ამერიკელთა 66%-ს აღენიშნებოდა, 40 წელს გადაცილებულ შავკანიანებში ეს მაჩვენებელი 80%-ს აღემატებოდა, ამასთანავე, მათი ნახევარი სიმსუქნის სტადიაში გახლდათ.
ბავშვებსა და მოზარდებს შორისჭარბი წონა 16%-ში შეიმჩნევა, მათი 34% კი რისკჯგუფში შედის. რაც მთავარია, მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში მდგომარეობა თანდათან უარესდება.
ერთ-ერთმა მკვლევარმა ივარაუდა, რომ თუ სახელმწიფო რაიმეს არ იღონებს წონის მატების ტემპის შესამცირებლად, მალე აშშ-ში სიმსუქნე სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად იქცევა.