ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3167 ლარი გახდა, ანუ ლარი მცირედით გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3167 ლარი გახდება. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3111 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი გამყარდა ევროსთან მიმართებაში _ ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5866 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5940 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0074 ლარი შეადგინა.