უზენაესი სასამართლოს პლენუმი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ წევრზე დღეს, 12:00 საათზე იმსჯელებს.
დღის წესრიგის თანახმად, პლენუმის სხდომაზე მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევაა გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს _ გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას _ უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება. ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი _ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს. საქართველოს პრეზიდენტმა მისი კვოტით განსაზღვრულ ადგილებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე უკვე დანიშნა.