4.5 მილიარდი წლის წინ, როდესაც მთვარე სულ ახალი წარმოქმნილი იყო, დედამიწისგან 22 530 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა და სამჯერ დიდი იყო.
მთვარის მიზიდულობა დედამიწისკენ ამცირებს დედამიწის ბრუნვას, ხოლო მთვარის გაჩენამდე დედამიწა უფრო ჩქარა ბრუნავდა და დღეებიც მოკლე იყო.
დედამიწას შეუძლია დაიტიოს 49 მთვარე.
საინტერესოა, რომ მთვარე 400-ჯერ ნაკლებია მზეზე, მაგრამ 40- ჯერ უფრო ახლოსაა დედამიწასთან. ამ მიზეზის გამო დედამიწიდან მთვარე და მზე ერთი ზომის ჩანს.
მზისგან განსხვავებით, რომელიც დილით ამოდის და ერთ ჰორიზონტზე მოძრაობს ყოველ დღე და ყოველ წელს, მთვარეს უფრო რთული ციკლი აქვს (18.6 წლიანი). ძველი ცივილიზაციის მცხოვრებმა ხალხმა ეს გაიგეს და ამიტომაც შექმნეს მონუმენტები, რომელიც თვალყურს ადევნებდა მთვარის მოძრაობას.
სანამ ასტრონომები აღმოაჩენდნენ, რომ მზის დაბნელება გამოწვეული იყო მთვარის მეშვეობით, ჩინელები თვლიდნენ, რომ მზეს დიდი გველეშაპი ყლაპავდა. ამიტომაც დაბნელებისას ხმამაღლა ყვიროდნენ დრაკონის დასაფრთხობად.
არისტოტელე ფიქრობდა, რომ მთვარე ადამიანის ტვინზე გავლენას ახდენდა, რის შემდეგაც ადამიანი გიჟდებოდა.