უნივერსალური ტანსაცმელი
ფორესტის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა გამოიგონეს ნაჭერი, რომელიც, შესაძლოა, დამტენ საშუალებად გამოვიყენოთ. ნაჭერი ჩვენს სითბოს ელექტროენერგიად აქცევს და შემდეგ შეგიძლიათ დატენოთ ტელეფონი და სხვა მოწყობილობები.
თმის ავტომატური დასაბანი
15-წუთიანი პროცედურა იწყება იმით, რომ ადამიანი თავს ხრის მოწყობილობის წინ, რომელიც საპარიკმახეროს ნიჟარას წააგავს. თმაზე ავტომატი ასხამს წყალს და შემდეგ შაპმუნს. ხელების მაგივრად კლიენტს 23 სილიკონის თითი ემსახურება.
ექიმი ავტომობილში
რამდენიმე ავტომობილში უკვე დამონტაჟებულია მოწყობილობა, რომელიც ავარიის შემთხვევაში, ავტომატურად ატყობინებს სასწრაფო დახმარების ჯგუფს. მიჩიგანის უნივერსიტეტში გააფართოვეს მანქანის ექიმის შესაძლებლობები, მოწყობილობას თითქმის ყველა ავარიული შედეგის ამოცნობა შეუძლია და წინასწარ განსაზღვრა, რომელი დაზარალებული რომელ საავადმყოფოში საჭიროებს გადაყვანას.
ნაბახუსევის გარეშე
ლონდონში უკვე ახლოს არიან ისეთი ალკოჰოლური სასმელის გამოგონებასთან, რომელიც მეორე დღეს ნაბახუსევს არ იწვევს. ჯგუფმა, რომელსაც დევი ნატომი ხელმძღვანელობს, მიიღეს 6 ნაერთისგან შემდგარი ელემენტი, რომელიც ბენზოდიაზეპამთან სტრუქტურულად ძალიან ახლოს დგას. ნატი აცხადებს, რომ ალკოჰოლის შემცვლელს არ გააჩნია სუნი და თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ უალკოჰოლო სასმელში ჩამატება, როდესაც გამოფხიზლება მოგინდებათ მხოლოდ სპეციალური წამლის მიღება იქნება საჭირო.