საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მდებარე ლტოლვილთა ბანაკში ხანძარი იყო. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ცეცხლმა კარვები და ასაწყობი სახლები გაანადგურა.
როგორც ცნობილია, ბანაკიდან 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახორციელდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, კუნძულზე ამჟამად 5 600 ლტოლვილია დასახლებული, თუმცა, მას მხოლოდ 3 600 ადამიანის შეფარება შეუძლია.
როგორც ნიუ-იორკში. გაეროს სამიტზე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა განაცხადა, საბერძნეთი ჰუმანური გამოწვევის წინაშე დგას, რაც ლტოლვილთა და მიგრაციის მართვის ტესტირებას გულისხმობს.
"თუ ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ შევძლებთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერას, ეს აისახება, როგორც სოციალურ, ისე პოლიტიკურ შედეგებზე", _ განაცხადა ციპრასმა.