საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე, ახალი დეტალები გაასაჯაროვა.
ვიდეო მასალაში ასახულია როგორ დაიგეგმა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა და დათა ახალაის ბრძანება დარბევის შესახებ.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად 2011 წელის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ბრალდებულად იქნენ ცნობილი კუდ-ის ყოდილი უფროსი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.