პროკურატურამ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარა და გამოსაცხადებლად ორთვიანი გონივრული ვადა მისცა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებასთან დაკავშირებით ლორთქოფანიძემ კომენტარი "პირველ რადიოსთან" გააკეთა.
”მე 26 მაისთან დაკავშირებით დაკითხული ვარ პროკურატურაში და მიცემული მაქვს ამომწურავი ინფორმაცია, რაც მაგათ აინტერესებდათ და რაც ჩემთვის იყო ცნობილი. მე საქართველოში ვიმყოფებოდი გასული წლის ივნისამდე და როცა პროკურატრას რაიმე კითხვა გააჩნდა, ან პოლიციას, ყოველთვის ვთანამშრომლობდი. დღეს მაქვს სამსახური, ვმუშაობ უკრაინაში, ნაციონალურ პოლიციაში, ოდესის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსად, ვარ ძალიან დატვირთული და ჯერ არ მეკუთვნის შვებულება. აქედან გამომდინარე, როდის მომიხერხდება საქართველოში ჩამოსვლა, ვერ გეტყვით“, _ განაცხადა გია ლორთქიფანიძემ.