https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რაში ადანაშაულებს პროფესორი თსუ-ს რექტორობის კანდიდატს

22:09; 20.09.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

კორუფციული გარიგებები, არალეგიტიმური მმართველობა, მაღალი თანამდებობის პირებისა და სუს-ის გავლენები, – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც 2 წლის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს, სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს.

"გურია ნიუსთან" ინტერვიუში პროფესორი აკაკი ტოლიაშვილი აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ არაერთხელ აცნობა განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საჩივრები აქვს დაწერილი პროკურატურაშიც, რაზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა, პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა.

რაში ადანაშაულებს ტოლიაშვილი განათლების და მეცნიერების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომელიც თსუ-ს რექტორობის კანდიდატია, ვინ მართავს მისი აზრით გორის უნივერსიტეტს, რა საქმიანობას ეწევა უმაღლეს სასწავლებელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა და რატომ ემუქრებიან, თუ არ გაჩუმდება, _ ამ საკითხებზე "გურია ნიუსს" გორის უნივერსიტეტის პროფესორი აკაკი ტოლიაშვილი ესაუბრა.

_ბატონო აკაკი, რა პრობლემები გაქვთ დღეს გორის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და როდის დაიწყო ეს დაპირისპირება?

_2006 წლამდე ცხინვალის უნივერსიტეტის პროფესორი ვიყავი. თუმცა, 2006 წელს ცხინვალის უნივერსიტეტი მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე დაიხურა და გორის უნივერსიტეტს შეუერთდა. მანამდე მე ვიცავდი ცხინვალის უნივერსიტეტის ღირსებას შვილებთან ერთად, რომლებიც აკადემიური პროფესორები იყვნენ. ვეწინააღმდეგებოდი უნივერსიტეტების შეერთებას, მაგრამ სააკაშვილის  იმ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მაინც სისრულეში მოიყვანა. ახლაც, რამდენჯერმე დაპირებაც მივიღე მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისგანაც, რომ აღადგენდნენ ცხინვალის უნივერსიტეტს, თუმცა, უშედეგოდ. ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთი წერილი მაქვს მიწერილი განათლების სამინისტროსთვის და პრესაშიც არაერთხელ გამოქვეყნებულა.

დაპირისპირებები სწორედ 2006 წლიდან დაიწყო. უნივერსიტეტების  შეერთების წინ, მე და ჩემი ოჯახი რეპრესიებში მოვექეცით. რადგან უნივერსიტეტების შეერთებას ვეწინააღმდეგებოდით, ეს იმდროინდელმა კუდ-მა არ გვაპატია და უმუშევარი დავრჩი. 4 წლის სამართლებრივი ბრძოლის  შემდეგ მე აღმადგინეს ახლა უკვე გორის უნივერსიტეტში, როგორც ცხინვალის უნივერსიტეტის სამართლებრივი მემკვიდრე, პროფესორად, მაგრამ 2 წლის შემდეგ კვლავ კუდ-ის აგენტების ჩარევით 2012 წელს უნივერსიტეტიდან გამომიშვეს. ამაში კი ჩემივე სტუდენტები გამოიყენეს, რომლებიც იმჟამად აკადემიური საბჭოს წევრები იყვნენ. 5 კაციდან 3-მა ხმა არ მომცა და აირჩიეს ჩემივე კათედრის წევრი. ამის შემდეგ  განათლების სამინისტროსთან მუდმივი ბრძოლა მაქვს რომ ჩემი სიმართლე  დავამტკიცო. გაყალბებული  იყო აკადემიური პროფესორების არჩევნები, რადგან აკადემიური საბჭოს წევრები, ის 5 კაცი არალეგიტიმური წევრები იყვნენ, მათ საბჭოს წევრობის ვადა ჰქონდათ ამოწურული. ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურასაც საქმე აქვს აღძრული, თუმცა თაროზეა შემოდებული. მიუხედავად ამისა, მაინც არ გავჩერებულვარ, მუდმივად ვითხოვდი განათლების სამინისტროში მინისტრთან ან მის მოადგილეებთან შეხვედრას, თუმცა, არც მარგველაშვილმა მიმიღო, არც სანიკიძემ და ბოლოს ყველა ჩემი წერილი გიორგი შარვაშიძესთან იკრიბებოდა. წელიწადია შერვაშიძეს ვეხვეწები განიხილოს ეს საკითხები, არა სამართლებრივად, არამედ იმ ნაწილში, რაც სამინისტროს ეხება, თუმცა, ამით არ დაინტერესებულა. ორჯერ გამომიგზავნა უაზრო პასუხი, რომელიც ჩემ წერილებს საერთოდ არ შეეხებოდა. რადგან ახლა შარვაშიძე თსუ-ს რექტორობის კანდიდატია, კიდევ ერთხელ ხმამაღლა მინდა განვაცხადო, რომ ასეთი პიროვნება, უნივერსიტეტს ვერანაირად ვერ მართავს. გარდა ამისა, სამინისტრო არ ინტერესდებოდა გორის უნივერსიტეტში მიმდინარე კორუფციული სქემებით და გარიგებებით. ამაზეც არაერთხელ მიმიმართავს მათთვის.

_რა კორუფციაზეა საუბარი?

_ კორუფცია კი არა, ეს უკვე სისტემური დანაშაულია. სისტემური დანაშაულია, როცა აკადემიური საბჭო ლეგიტიმური არ არის და ის უნივერსიტეტის მაინც საკითხებს წყვეტს; როცა ადმინისტრაცია არ იჩენს ინტერესს, როგორ იხარჯება სტუდენტებიდან შესული თანხები უნივერსიტეტში.

_უფრო კონკრეტულად გვითხარით, რა დანაშაულზეა საუბარი? სად მიდის თქვენი ინფორმაციით სტუდენტების მიერ გადახდილი თანხები?

_ასეთ დანაშაულებზე 2012 წელს აღვძარი სისხლის სამართლის საქმე უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მუშაკების წინააღმდეგ, რომელსაც პროკურატურა 4 წელია სწავლობს, ამაში კანცლერიც მონაწილეობდა. ერთ-ერთ დანაშაულს გეტყვით, როგორ ერიცხებოდა უნივერსიტეტიდან თანხა საჯარო სკოლას გასარემონტებლად, მაშინ, როდესაც სარემონტო თანხებს მას განათლების სამინისტროც აძლევდა. როგორ შეიძლება სტუდენტების ფულით სკოლები გარემონტდეს?!

_რომელ სკოლას გადაერიცხა თანხა?

_მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გორის რაიონის სკოლაა. სად გაქრა ეს თანხები? რატომ არ დაინტერესდა შარვაშიძე ამ საკითხებით? ამაში საეჭვოს ვერაფერს ხედავთ?! ამით, ალბათ, ხელს აფარებს უნივერსიტეტში მიმდინარე დანაშაულებრივ ქმედებებს.

_თქვენ ახლა ვარაუდის დონეზე საბრობთ... ახალ მინისტრს მიმართეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით?

_ორი წერილი მაქვს ივლისში და აგვისტოში გაგზავნილი. ისიც არ მიღებს.

_პროკურატურიდან გაქვთ პასუხები? რა ეტაპზეა გამოძიება?

_4 წლის განმავლობაში მწერენ მხოლოდ იმას, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში მე საუნივერსიტეტო საქმიანობა აკრძალული მაქვს და მეუღლის პენსიას შევყურებ. იმისთვის, რომ სიმართლე ვთქვი და კონკრეტული პირების დანაშაულებრივი ქმედებები ვამხილე. სააკაშვილის დროს კუდ-ი განაგებდა განათლების სისტემას უნივერსიტეტებში, კუდ-ის იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა ლევან დუჩიძემ მოიყვანა უნივერსიტეტის რექტორად გიორგი სოსიაშვილი, რომელიც დღესაც განაგებს უნივერსიტეტს. დუჩიძე ემუქრებოდა ჩემს შვილებს, მამათქვენი დაგღუპავთ, გააჩუმეთო.

_ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად განიხილება უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერის არსებობის შესახებ ინფორმაციები. გორის უნივერსიტეტში რა სიტუაციაა ამ კუთხით?

_2013 წელსაც ვამბობდი ამასთან დაკავშირებით და დღესაც ვამბობ, რომ გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამშრომლების უმრავლესობა კუდ-ის აგენტები არიან. ამის თქმისთვის დამიბარეს სუს-ის  განყოფილებაში და მითხრეს, გავჩუმებულიყავი, საუბარი არ დამეწყო.

_რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, რასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა და რა დაგაწყვეტილებებია გამოსული?

_2015 წლის იანვარში მინდოდა მონაწილეობა მიმეღო გორის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში. თუმცა, არჩევნები ისე ჩაატარეს, რომ ეს ინფორმაცია არსად გამოცხადებულა, არც უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, არც გაზეთში და არც რაიმე სხვა საინფორმაციო საშუალებით, რაც მოგვიანებით უნივერსიტეტის შიდა აუდიტმა დაადასტურა. არჩევნების შესახებ ორი დღით ადრე გავიგე, შემთხვევით, მაგრამ საბუთების შეგროვება ვეღარ მოვასწარი. რამდენიმე დოკუმენტის მიღებას 10-დღემდე ვადა სჭირდებოდა. ასე რომ, ერთადერთი კანდიდატი ამ არჩევნებში იყო ახლანდელი რექტორი გიორგი სოსიაშვილი. რადგან არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მომეცა სასამართლოს მივმართე. მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მე 2 დღეც მეყოფოდა დოკუმენტაციის შესაგროვებლად. მეორე ინსტანციამაც იგივე გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. ახლა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდები. ამ სასამართლო პროცესებზე გარდა იმისა, რომ რექტორის არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას ვაპროტესტებდი, ასევე ვითხოვდი, რომ გორის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არაუფლებამოსილ წევრებს უფლებამოილება შეწყვეტოდათ. 5-დან 3 წევრი არალეგიტიმური იყო. რექტორმა კი თავისი თავი ამ 5 კაციდან აირჩია. ეს არის კანონიერი? შარვაშიძე ამასაც მალავს. სასამართლოს პარალელურად, განათლების სამინისტროც ჩაყენებული მყავდა საქმის კურსში. ამ ინფორმაციის დამალვისთვის ისიც სისხლის სამართლის დამნაშავეა.

_ ვინ არის ის სამი კანდიდატი, ვისზეც ამბობთ რომ არალეგიტიმურები იყვნენ?

_ გოგოლაძეს, ქირიას უფლებამოსილების ვადა ჰქონდა ამოწურული. სიგუამ კი თვითონ დაადასტურა, რომ ის არაკანონიერად იყო საბჭოში შესული. აკადემიურ პოფესორად უნდა ავერჩიე და როცა ეს საკითხები დავაყენე, გამომაგდეს უნივერსიტეტიდან. ამაზე განათლების სამინისტროს შიდა აუდიტს დასკვნა არ უნდა გაეკეთებინა?! განათლების სამინისტროს აუდიტის დასკვნა კი არა, საერთოდ გააჩერეს გამოძიება. როცა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2012 წელს, გორის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მუშაკების მიმართ, იმ პერიოდში  გორის უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძამ, დედის ძმამ, რამაზ ყორანაშვილმა და მისმა შვილმა. დღემდე მუშაობენ, მაგრამ არ ვიცი რა თანამდებობაზე.  ამის შემდეგ, ყველა საქმე, რომელიც გორის უნივერსიტეტის წინააღმდეგ აღიძრა, შეჩერებულია.

_შეიძლება ეს ე.წ. ოდეერი იყოს?

_რამდენჯერმე მოვითხოვე ამის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ პასუხი არ გაუციათ. სოლიდურ ხელფასს იღებს და უნივერსიტეტში იშვიათად მიდის, ეს ზუსტად ვიცი. ამის ჩაძიების უკვე მეშინია არაფერი მიქნან. მანამდეც ვხედავდი ამ საფრთხეს და ახლაც, როცა ასეთი დანაშაულების წინააღმდეგ  ბრძოლა მიწევს.

შენიშვნა: "გურია ნიუსი" რამდენჯერმე ეცადა დაკავშირებოდა თსუ-ს რექტორობის კანდიდატს გიორგი შარვაშიძეს, თუმცა მან ჩვენს ზარებსა და სმს შეტყობინებებს არ უპასუხა. მიუხედავად ამისა, მზად ვართ, სურვილის შემთხვევაში მისი პოზიცია მკითხველს მივაწოდოთ.

ასევე, "გურია ნიუსი" სწავლობს გორის უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს და ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოთავაზებთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

კლინიკაში კაცი გარდაიცვალა

21:49; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

20:30; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

19:39; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2 მარტი, 2026

პატრიარქის თხოვნა მრევლს _ შეწყვიტეთ, რასაც უნდა აკეთებდეთ და ილოცეთ!

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

ყველა სიახლე

საზოგადოება

კლინიკაში კაცი გარდაიცვალა

21:49; 2.03.2026
პოლიტიკა

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანობისკენ

20:48; 2.03.2026
მსოფლიო

აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

20:39; 2.03.2026
საზოგადოება

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

20:30; 2.03.2026
საზოგადოება

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

19:39; 2.03.2026
პოლიტიკა

„ომი გინდათ?“ – ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს” _ ნინო წილოსანი

17:37; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2.03.2026
სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

12:40; 2.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – ირანში რეჟიმის ჩამოშლა იოლი არ არის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია არაფერს ნიშნავს, ამით ისტორია არ მთავრდება

12:39; 2.03.2026
პოლიტიკა

რა აკავშირებს ირანის დროებითი სულიერ ლიდერს ალირეზა არაფს საქართველოსთან

11:32; 2.03.2026
სამართალი

ავტობანიდან მანქანა გადავარდა

11:11; 2.03.2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
0

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო