საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს ულოცავს _ "თქვენო აღმატებულებავ, მინდა გულითადად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილე.
დღევანდელ ღირსშესანიშნავ დღეს, ქართველი ხალხი და პირადად მე გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას სომეხი ხალხის მიმართ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სომხეთისმეგობრობა ღრმა ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს ეფუძნება. მჯერა რომ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში ჩვენი თანამშრომლობისკიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე სომეხ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა", _ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.