ბრიტანელმა სწავლულებმა შეძლეს ეპასუხათ კითხვაზე:რა უფრო ადრე იყო _ ქათამი თუ კვერცხი.
შეფილდისა და უორიკის უნივერსიტეტების სწავლულები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უფრო ადრე მაინც ქათამი გაჩნდა, რომელმაც, თავის მხრივ, დადო პირველი კვერცხი.
იმისთვის, რომ ეს ამოცანა ამოეხსნათ, სწავლულებმა შექმნეს კვერცხის ნაჭუჭის წარმოქმნის მოდელი კომპიუტერის საშუალებით.
კვლევების შედეგმა აჩვენა, რომ ნაჭუჭის ფორმირებაში ძირითად როლს ასრულებს გასაკუთრებული ცილა _ ოვოკლედინინი, რომელიც ქათმის საკვერცხეში გამომუშავდება.
ნაჭუჭის ჩამოყალიბების პროცესი და ამ პროტეინის არსებობა ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ მხოლოდ ახლა შეძლეს მეცნიერებმა სრულფასოვანი სურათის მიღება.